Get All Access for $5/mo

შეხვედრა სანდრო სულაბერიძესთან თიბისი კონცეპტის სივრცეში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

3 ივნისს, 19:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს შეხვედრას ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან და ირინა პოპიაშვილთან, რომელიც კურატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. შეხვედრაზე საუბარი იქნება ხელოვან სანდრო სულაბერიძის შემოქმედებაზე და „ქოლგა თბილისი ფოტო 2022" -ის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე „გარე თვალით დამკვირვებელი".

სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე, აღქმაზე და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს -როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა.

ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენა „გარე თვალით დამკვირვებელი", რომელიც „ქოლგა თბილისი ფოტო 2022"-ის ფარგლებში 10 მაისს გაიხსნა, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს